გუმათჰესებისა და რიონჰესის საგუბრებს წყლისგან გაცლიან – რიონში გაუჩინარებულ კაცს ისევ ეძებენ

სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის სამძებრო სამუშაოების გამო 7 მაისის 08:00 საათიდან 9 მაისის 18:00 საათამდე იგეგმება გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე-ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა.

უწყების ინფორმაციით, ტერიოტირაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები იმუშავებენ.

“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და იყვნენ ყურადღებით.

აღნიშნული სამუშაობის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ადგილზეც მოეწოდება”, – წერია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სამუშაო ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა
შემდეგი სტატია„წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება (ვიდეო)