„გულზე ხელს ვიდებ და ისე გეუბნებით”- უმრავლესობა პარლამენტის თბილისში გადმოტანას არ აპირებს

უმრავლესობის მომავალი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ მეტი პასუხისმგებლობაა.

„გულზე ხელს ვიდებ და ისე გეუბნებით – არ ვიცი, ვის სურს, საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხედ წარმოაჩინოს, მაგრამ ჩვენთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა არის მხოლოდ მეტი პასუხისმგებლობა და უფრო ეფექტური საშუალება იმისათვის რომ გავატაროთ სწრაფი რეფორმები და მივიღოთ სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. ამიტომ, თუ ჩვენ გამოვიყენებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, გამოვიყენებთ ამ მიზნებისთვის, დანარჩენს დრო დაგვანახებს“ – განაცხადა თალაკვაძემ “მოამბის” ეთერში.

მისივე თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იყო „ხელოვნურად აგორებული შავი კამპანია“ და საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუ ეს არ იქნება მოსახლეობის მოთხოვნა.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი, აღმოსავლეთში კი – თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიამე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილია