გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ენმ-ც შეუერთდება კოლეგებს პარლამენტში

გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ენმ-ც შეუერთდება კოლეგებს პარლამენტში მალე და დაიწყებს მუშაობას მნიშვნელოვან გამოწვევებზე რას საქართველოს წინაშე დგას – განცხადება ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გააკეთა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დღეს კახა კუჭავას შეხვდა:

ჩვენი პოზიცია ძალიან თანმიმდევრულია. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში. უკვე , მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს ზოგიერთმა იმ პარტიამ რომელმაც ხელი მოაწერა19 აპრილის შეთანხმებას , შევიდნენ პარლამენტში და წვლილი შეიტანეს მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის შემუშავებაში , იმუშავეს სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე . აი ასე უნდა იმუშაოს პარლამენტმა, გულწრფელად ვიმედოვნებ რომ ენმ იც შეუერთდება კოლეგებს პარლამენტში მალე და დაიწყებს მუშაობას მნიშვნელოვან გამოწვევებზე რას საქართველოს წინაშე დგას” ამბობს კელი დეგნანი.

​შეხვედრაზე კუჭავასთან ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელიც იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშივარლამ გოლეთიანი – მივიღეთ გადაწყვეტილება, გადაიკეტოს რუსთაველი და არ გაიხსნება იქამდე, ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროა დაპაუზება