გულწრფელად გეტყვით, რომ შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა – გედევან ფოფხაძე

გულწრფელად გეტყვით, რომ შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა – ეს განცხადება, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე შესვლისას გააკეთა.

ფოფხაძე ამბობს,რომ ის შეხვედრას ერთადერთი მიზეზით ესწრება – მას არ უნდა ვინმემ იფიქროს, რომ დიალოგს გაურბის.

“გულწრფელად გეტყვით, რომ შინაგანი სურვილი აქ მოსვლის არ მქონდა, მაგრამ მე არ მინდა ვინმემ თქვას, რომ ჩვენ გავურბივართ დიალოგს და გავურბივართ საუბარს. ჩვენ ჩვენს პოზიციას დღესაც დავაფიქსირებთ მე პირადად, რაც მგონია რომ სწორია დავაფიქსირებ, მგონია პრინციპული ის, რომ არ გადავუხვიოთ მიზანს და ვიფიქროთ იმაზე, რომ ღირსეული ადამიანები იყვნენ არჩეული უზენაეს სასამართლოში. თუ ასე ისმება საკითხი, რომ მე არ უნდა ვისაუბრო საჯარო სივრცეში და ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა, ეს შეუთანხმებლობა ჩვენს დისტანცირებას გამოიწვევს,“ – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

უკვე ერთი საათია “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში, უმრავლესობის წევრები, ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან. შეგახსენებთ, რომ გუშინ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მან საკუთარი გუნდის წევრებთან საერთო ენა დაკარგა, რის გამოც შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს.

banner
წინა სტატიაშისიგარეტი 50 თეთრით გაძვირდა
შემდეგი სტატია„სასამართლოში ბევრი პრობლემაა და ეს პრობლემები არის მისახედი“ – თამარ ჩუგოშვილი