გულთან დაკავშირებული პრობლემების რისკი კოვიდის გადატანის შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე – ვაქცინაციის შემდეგ – ახალი კვლევა

კორონავირუსის ინფექცია უფრო ხშირად იწვევს კარდიოვასკულარულ გართულებებს, როგორებიცაა – მიოკარდიტი და არარეგულარული გულისცემა, ვიდრე ვაქცინები, „როიტერსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანული კვლევის შედეგებშია აღნიშნული, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა, დაახლოებით, 38 მილიონი ვაქცინირებული ადამიანების მონაცემები გააანალიზეს.
კვლევაში, რომელიც Nature Medicine journal-ში გამოქვეყნდა, შედარებულია მიოკარდიტის, პერიკარდიტის და კარდიალური არითმიის რისკი კორონავირუსსა და პირველი და მეორე ვაქცინების შემდგომ პერიოდს შორის. ვაქცინებში მოიაზრება – „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“ და „მოდერნა“.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინების პირველი დოზისა და „მოდერნას“ ვაქცინის ორივე დოზის შემდეგ მიოკარდიტის რისკი იზრდება, თუმცა კორონავირუსის ინფექციის შემდეგ ამავე დაავადების განვითარების რისკი უფრო მაღალია.
კვლევის ფარგლებში 16 წლიდან ზემოთ ადამიანების მონაცემები შეაჯამეს. 1 მილიონ მოსახლეზე, რომლებიც პირველი ან ორივე დოზით იყვნენ აცრილნი, მიოკარდიტის შემთხვევები 1-დან 10-მდე იყო, 1 მილიონ კოვიდგატანილ ადამიანზე კი მიოკარდიტის 40 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, მკვლევრები ამბობენ, რომ ვაქცინაციის შემდგომი გართულებები 40 წლის ასაკის ზემოთ აღარ დაფიქსირებულა.

banner
წინა სტატიაშიფოთის მუნიციპალიტეტი ყველაზე ღია და ანგარიშვალდებულ მუნიციპალიტეტად დასახელდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, თემურ ალასანია დაკითხვაზე დაიბარეს