გულორდავა: მიღებული სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე აისახება

“ადგილობრივი მოსახლეობა მეტად დაინტერესებულია წინასაარჩევნო პროცესებით, რადგან გაცნობიერებული აქვთ, რომ ახლა მიღებული სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე აისახება”-განაცხადა წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგო გულორდავამ ფახულანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.მისივე განცხადებით, ფახულანში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა:
ავაშენეთ საბავშვო ბაღი
ფახულანი-წყოუშის მიმართულებით გზას სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ
მოვაწყვეთ გარეგანათებები
ავაშენეთ საექიმო ამბულატორია

ასევე, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები.
ჩვენი გუნდი კვალავაც აგრძელებს სოფლების გაძლიერებისთვის ზრუნვას, რადგან ეკონომიკურად მყარი ოჯახები ძლიერ სოფელს ნიშნავს, ძლიერი სოფელი კი ქვეყნის წარმატების საფუძველია-აცხადებს მერობის კანდიდატი გოგა გულორდავა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ეს არჩევნები იქნება ცვლილებების დასაწყისი
შემდეგი სტატიაგანცხადება საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციის ფაქტების შესახებ