გულნარა გაბელიას მორიგი წარმატება – ამჯერად აზიურ ტურნირზე

საქართველოს საუკეთესო ქალ ფეხბურთელად სამგზის (2015,2016,2018 წწ.) დასახელებულმა – გულნარა გაბელიამ, რომელსაც ევროტურნირებზე ევროპული გრანდების კარში არაერთი გოლი აქვს გატანილი, თავის მრავალრიცხოვან საკლუბო ტიტულებს, კიდევ ერთი
– აზიური ტიტული შეჰმატა.
უზბეკეთის ქალქ ჯიზახში გამართულ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ,,Jizzakh women’s Cup-2019,, , რომელიც 23 მარტს დასრულდა და რომელშიც უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის ქალთა საფეხბურთო კლუბები და ახალგაზრდული ნაკრებები ღებულობდნენ მომაწილეობას, გულნარა გაბელიას ყაზახურმა კლუბმა, შიმკენტის ,,ბიიკმა,, გაიმარჯვა, ხოლო თავად გულნარა გაბელია, 4 თამაშში გატანილი 5 გოლით, ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტურნირზე გატანილი 5 გოლიდან, გულნარა გაბელიამ – 2 კუთხური დარტყმიდან შეაგდო.
როგორც ცნობილია, გაბელიას, ქალთა ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშებებში 3 გოლი აქვს კუთხურიდან გატანილი, მათ შორის ესპანური ,,ბარსელონასა,, და იტალიური ,,ვერონას,, ქალთა კლუბების კარში.

როგორც გულნარა განელიამ ,,თაიმერს,, განუცხადა, მისი კლუბი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გარდა, კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა
შემდეგი სტატიარუსეთის ექვს რეგიონში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მზაობა შეამოწმეს