„გულისამრევი და სამარცხვინოა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრის კუხიანიძის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან დაკავშირებით

“ქართულმა ოცნებამ” ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა თქვას, რომ ეს არის მათი აზრი, ან გაემიჯნოს და გააგდოს კისრისტეხით ეს ვაჟბატონი საკუთარი რიგებიდან, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუ “ქართული ოცნება” არ მოიკვეთავს ამ ადამინს, ქართული საზოგადოება მოიკვეთავს “ქართულ ოცნებას”.

„გულისამრევი და სამარცხვინოა “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრის კუხიანიძის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილთან და მის ოჯახთან დაკავშირებით. კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. შეიძლება ვერ ეხმარებოდე, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ვინმეს ხელისუფლებაში არ უნდა გამოხსნა, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს. ჩვენ ვხედავთ, რომ ზეიმობს, რას ზეიმობს, თვითონ არ იცის. ძალის დემონსტრირებითაა დაკავებული, ფულს ხარჯავს ტყუილ-უბრალოდ და ამავე დროს დაკავებული არიან იმ ოჯახის, იმ ადამიანის შეურსცხყოფით, რომელიც ტყვედ ჰყავთ რუსებს და სეპარატისტებს აყვანილი. ამის იქით დეგრადაციის ფსკერი სად შეიძლება მთავრდებოდეს, სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით. “ქართულმა ოცნებამ” ან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და უნდა თქვას, რომ ეს არის მათი აზრი, ან გაემიჯნოს და გააგდოს კისრისტეხით ეს ვაჟბატონი საკუთარი რიგებიდან, სხვა არჩევანი აქ არ არსებობს. თუ ასე ფიქრობს “ქართული ოცნება” ჩვენ უნდა ვიცოდეთ, მე სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” ლიდერშიფის 2/3 ასე ფიქრობს, მაგრმა ეს ჩემი დაშვებაა. არსებობს რაღაც ფორმები, რაც ყველამ უნდა დაიცვას. ეს ადამიანი უნდა მოიკვეთოს “ქართულმა ოცნებამ”, სხვა შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” მოიკვეთავს ქართული საზოგადოება”, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
შემდეგი სტატიათბილისში აქციაზე მიმავალი გურჯაანის მერი და მისი თანამშრომლები ავარიაში მოყვნენ