“გული მწყდება უფროს თაობაზე, როგორ შეიძლება ისევ ის შეცდომა დაუშვა და ქვეყანა ერთი საუკუნით უკან დაწიო” – ელენე დევიძე

გული მწყდება უფროს თაობაზე, როგორ შეიძლება ისევ ის შეცდომა დაუშვა და ქვეყანა ერთი საუკუნით უკან დაწიო – ამის შესახებ სინდისის პატიმრის, მათე დევიძის დამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

ელენე დევიძის თქმით,  “ყველამ კარგად იცის რა არის რუსეთი და ისიც, რომ სწორედ  მაქეთ მიაქანებს ქვეყანას ვითომ ხელისუფლება“.

“ძალიან გული მწყდება ამ ყველაფერზე,რ ადგან კარგად ვხდევათ საითაც მიგავქანებს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება. უფრო გული მწყდება უფროს თაობაზე, რომელმაც იცის და ასეთი ახლო შეხება ჰქონდა და ფაქტობრივად, რუსეთში ცხოვრობდა, როგორ შეიძლება დაუშვა ისევ ის და გაიმეორო ისევ ის შეცდომა და ქვეყანა ერთი საუკუნით უკან დასწიო. კარგად ვიცით, რა არის რუსეთი, მაქეთ რომ მიგვაქანებს ვითომ ხელისუფლება, აშკარაა. ეს ერთი წლის წინ, კობახიძემ სიტყვით გამოსვლის დროს დაამტკიცა, როდესაც ხალხი გამოვიდა გარეთ საკუთარი ქვეყნის მომავლის დასაცავად და რეალობაში კი მივიღეთ ის, რომ დღეს გვყავს 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი და ისევ ვეჯახებით ყოველდღიურ უსამართლობას, რომელიც არ სრულდება. მას, ვისაც სჯერა, რომ საქართველოს მომავალი იქნება ნათელი, პატიმრები იქნებიან თავისუფლები, ხვალ უნდა გამოვიდეს გარეთ, რათა დავანახოთ როგორც კობახიძეს, ისე თავის არალეგიტიმურ წარმომადგენლებს, რომ არ ვჩერდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის, პატიმრებისთვის და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, – განაცხადა ელენე დევიძემ.

banner
წინა სტატიაში“ხვალ უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არსად წასულა” – გიორგი სავანელი
შემდეგი სტატიავიქტორ ორბანი – “ვმუშაობთ, რომ რუსული ნავთობი და გაზი უნგრეთში განუწყვეტლივ შემოვიდეს, თუ ჩვენ გვექნება, სერბეთსაც ექნება”