გული მწყდება როცა ვხედავ, რომ მსგავსი რამ ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს ევროპაში. ომის დანაშაულები არ შეიძლება იყოს დაუსჯელი – ბელგიის პრემიერ-მინისტრი

რუსეთის აგრესია უკრაინაში ჩვენი ევროპული ისტორიის ყველაზე ბნელი ფურცლების შესადარია, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კრომ ქალაქ გენტში ნიდერლანდებისა და ბელგიის მინისტრთა კაბინეტების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გული მწყდება როცა ვხედავ, რომ მსგავსი რამ ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს ევროპაში. ომის დანაშაულები არ შეიძლება იყოს დაუსჯელი“,- აღნიშნა დე კრომ.

მისივე თქმით, ბელგია და ნიდერლანდები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რათა უზრუნველყონ, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული იყოს იმ იმედით, რომ „სამართლებრივი დევნა განხორციელდება იმ საშინელი ისტორიებისთვის, რომლებიც ჩვენ გვესმის ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ“.

ბელგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობა მხარს უჭერდა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას და განიხილავს სასამართლო ექსპერტების უკრაინაში გაგზავნას.

„ეს არის პირველი ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბარბაროსები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, დაისჯებიან”, – დასძინა დე კრომ.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის მერი მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინას შეთანხმების პროექტი გადასცა, ბურთი მათ მხარესაა – პესკოვი