“გული მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს” – მეჩითოვი ბოდიშს იხდის

იური მეჩითოვი ბოდიშს იხდის. “საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემ თანამემამულეებს ჩემი ასეთი განცხადებებით”- ამბობს მიმართვაში მეჩითოვი. მისივე თქმით, ვინმესთვის ტკივილის მიყენება, მისი მიზანი არ ყოფილა.

გავრცელებულ მიმართვაში მეჩითოვი ამბობს, რომ მისი განცხადებები პოლიტიკური მიზნებისთვისაც გამოიყენეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი მისამართით წამოსული რისხვა, სამართლიანია:

“საშინლად გული მტკივა, რომ ამდენი ტკივილი მივაყენე ჩემ თანამემამულეებს ჩემი ასეთი განცხადებებით, რომლესაც არ ჰქონდა მიზანი ვინმესთვის ასეთი ტკივილი მიეყენებინა მაგრამ ასე მოხდა. მე არ ვეძებ არც გამართლებას ჩემ თავში და არც ვამართლებ ჩემ თავს რამეთუ ეს ტკივილი ნამდვილია.

29 წლის წინ ეს ამბავი მოხდა, ჩემ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი და მე მაშინ ძაან განვიცადე, ვიყავი უამრავ პანაშვიდზე და ეს ტკივილი ეხლაც შემომრჩა.

სამწუხაროდ, თუნდაც იმ ჩანაწერიდან, სადაც ჩემი 30 წუთიანი საუბრიდან მხოლოდ 3 წუთი გავიდა, სადაც ყველაფერი ცოტა სხვანაირად წარმოიშვა, წარმოიშვა ძაან ცუდი შთაბეჭდილება ჩემს განწყობაზე, ამ ნამდვილი ტრაგედიის მიმართ, სადაც სხვათა შორის ჩემი კინოსტუდიის თანამშრომელს შვილიც დაიღუპა.

იქ იყო უამრავი წუხილი გამოთქმული ამ ტრაგედიის მიმართ, რადგან მოწმე ვიყავი მე და ვხედავდი ამ ადამიანებს, ყველაზე საშინელება ის არის, რომ იმ ჩემ გადაღებულ სურათებში მოხვდა ერთი ადამიანი, რომელიც მერე მე შევნიშნე და მივხვდი, რომ ის ადამიანი ზის ჩაფიქრებული და შემძრა ამ სურათმა იმიტომ რომ გავაცნობიერე, რომ დღენახევარში ის ადამიანი ცოცხალი არ იქნება. მაგრამ ეს ყველაფერ დარჩა კადრს მიღმა. მთელი ეს ჩემი წუხილი, მთელი ეს ჩემი ცრემლი და გოდება და დარჩა ის, რაც დარჩა იმიტომ, რომ კინოა ეს, ფილმია და ზოგი რამე სხვა რამეს ემსახურება ზოგი რამე სხვა რამეს.

ესეც ხდება, რომ ბევრ რამეს იყენებენ პოლიტიკური მიზნით, ჩვენ ვიცით რა ცუდ დროს ვცხოვრობთ , როცა ყველაფერი შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი, მე გულწრფელი ადამიანი ვარ, მე როცა მტკივა, მე მტკივა,

მე ძაან გული მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს, ჩემს მეგობრებს, რომლებიც არ ელოდნენ, რომ ესეთი რამე მოხდებოდა და ასეთი რამე შეიძლება მეთქვა.

ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რაღაცნაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც მე ვიგრძენი და ბევრ რამეს ვიზიარებ, რომელიც იყო გამოთქმული ჩემს მიმართ, იქნება კარგი.

მთავარი რა არ უნდა გააკეთო, არ უნდა ატკინო გული ადამიანს. შენი მოყვარე, შენი თანამემამაულე, შენი ჯიგარი არ უნდა აწყენინო და ჩააგდო ასეთ დღეში. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არ არის სახარბიელო რა თქმა უნდა მაგრამ მე იმედი მაქვს , რომ გაიგებენ ჩემს მდგომარეობას და სხვანაირად, როგორც სჩვევია ქართველ ხალხს, შეხედავენ ამ მდგომარეობას. მთავარია ჩვენ ისე გავაკეთოთ და ისე მოვიქცეთ, რომ ეს ყველაფერი არ იყოს ტყუილად და ჩვენ აგვეშენებინოს ისეთი სახელმწიფო , რომლითაც ვიამაყებთ და ვიცხოვრებთ ერთად, ბედნიერად და კარგად” ამბობს მეჩითოვი

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე კახა კალაძე და შალვა ხუციშვილი მივიდნენ
შემდეგი სტატიაფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო