გული მტკივა ყველა დაღუპულ სომეხსა და აზერბაიჯანელზე – სააკაშილი

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი პოზიცია არის ძალიან კონკრეტული. მე ვარ ომის კატეგორიული მოწინააღმდეგე. მე მტკივა გული ყველა დაღუპულ სომეხსა და აზერბაიჯანელზე“,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გავრცელებულ ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

როგორც იგი ამბობს, გუშინ „მთავარ არხთან“ გამართული აქციის ორგანიზატორი საქართველოს მთავრობა იყო.

„დააკვირდით რა ხდება ჩვენს სამეზობლოში და როგორ იქცევა საქართველოს მთავრობა. პირველად საქართველოს ისტორიაში, მე ასეთი რამ არ მახსოვს. თბილისში გამოიყვანეს ჯგუფი, სომხური ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც ტელევიზია „მთავართან“ აპროტესტებდნენ ჩემს პოზიციას ყარაბაღთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ამ აქციის უკან დგას მთავრობა.

მე ვარ საქართველოს შვილი და ასევე უკრაინის მოქალაქე და შეუძლებელია, რომ ქართველი და ნებისმიერი უკრაინელი არ უჭერდეს მხარს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ნებისმიერი ქართველი, რომელიც მხარს უჭერს სეპარატიზმს, ის არის საქართველოს წინააღმდეგ“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მიერ გამართული აქციის უკან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დგას
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა