გული მერევა თქვენზე

“თქვენთან იმიტომ შემოვედი, რომ გითხრათ – გული მერევა თქვენზე”, – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს.

რის შემდეგაც, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს უთხრა, რომ ის უზრდელია.

“თავი შეიკავე და გადი გარეთ, უზრდელო შენ”,- მიმართა ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს.

გოგიჩაიშვილმა სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ყოფილ თანაგუნდელებს შორის განსხვავება აღარ არის.

„მე არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას. რაღაცები არ მოსულა. საერთოდ არ მაინტერესებს პროკურატურა რას გააკეთებს. მე არ ვარ მსაჯული მე ვარ პარლამენტის წევრი და პროკურატურის და მოსამართლის საქმეები არ უნდა შეითავსოს პარლამენტმა. პარლამენტის საქმეა პოლიტიკურ ოპონენტთან ოპონირება. ეს რა არის საერთოდ რას აკეთებენ, სირცხვილია,“-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ენმ-ის წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაში(video) სოფო კილაძის განცხადებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მოუხდია ბოდიში არც ერთ გაუპატიურებულ, ნაწამებ ადამიანზე, ირმა ნადირაშვილის გაღიზიანება მოჰყვა
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილი: ჩემო ბერა! იმ ერთ გზააბნეულ ქართველ პოლოტიკოსს, სახლში რომ გყავს, უთხარი…