გულდასმით ვშრომობთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე – ღარიბაშვილი სტოლტენბერგს

“გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაგვაჩნია და აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი გზავნილი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკულ რეალიზაციაზე”, – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
შემდეგი სტატიაპუტინი – რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ჭეშმარიტი ნიმუშია