გულდასაწყვეტი იქნება, თუ 20 ივნისის თემა იმ სახით გაქარწყლდა, რომ ადამიანებს სასოწარკვეთა დაეუფლათ, რომ თუნდაც მისი დაკარგული თვალი, მისი დაღვრილი სისხლი იყო უაზრო

გულდასაწყვეტი იქნება, თუ 20 ივნისის თემა იმ სახით გაქარწყლდა, რომ ადამიანებს სასოწარკვეთა დაეუფლათ, რომ თუნდაც მისი დაკარგული თვალი, მისი დაღვრილი სისხლი იყო უაზრო – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის განცხადება აღდგომის ღამეს, 20 ივნისის ამნისტიაზე.

მიტროპოლიტმა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის, რაც 2019 წლის 20 ივნისის ღამეს მოხდა, “მესამე ძალისგან”, რუსეთისგან იყო პროვოცირებული, მაგრამ მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს, რომ ამ ყველაფერმა უკვალოდ არ უნდა ჩაიაროს და მოტივაცია არ დაუკარგოს ბრძოლას.

მღვდელმთავარი ამბობს, რომ ის, როგორც სასულიერო პირი ვერავის დასჯის მომხრე ვერ იქნება, თუმცა აუცილებელია 20 ივნისი აღიქმებოდეს ისე, როგორც არა რიგითი შეცდომა.

20 ივნისს რაც მოხდა დაუვიწყარია ის სისასტიკე, რასაცა ადგილი ჰქონდა, ძნელია ამას გულგრილად შეხედო. თითოეული ადამიანი, ვინც ეს ნახა შეძრული იყო და თავისთავად ცხადია ამას ჰყავს, შემოქმედი, მაგრამ ბოროტების ყველაზე დიდი შემოქმედი არის კარგად იცით ვინც…

გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვის რა დანაშაული მიუძღვის ამაში…იმედი მაქვს, რომ გამოძიება იმუშავებს ამაზე, თუმცა გულდასაწყვეტი იქნება, თუ 20 ივნისის თემა იმ სახით გაქარწყლდა, რომ ადამიანებს სასოწარკვეთა დაეუფლათ, რომ თუნდაც მისი დაკარგული თვალი, მისი დაღვრილი სისხლი იყო უაზრო” ამბობს მეუფე გრიგოლი.

მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდში განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ სინოდმა ეს პრობლემები სასწრაფოდ უნდა განიხილოს. რაც შეეხება მეუფე პეტრეს, მისი ინფორმაციით, პატრიარქი არ არის მომხრე, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი განკვეთონ. როგორც მეუფე გრიგოლი ამბობს, პატრიარქის ამ პოზიციას ის ეთანხმება და მხარს უჭერს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: მინდა ეს დღე განსაკუთრებულად მივულოცო მათ, ვინც ახლა უხილავ მტერს ებრძვის
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე – პანდემიის გამო შეჩერებული გვაქვს მასშტაბური ღონისძიებები, მაგრამ არ შეგვიჩერებია ქვეყნის წინსვლა და განვითარება