25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ლელა მარიდაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურა რცხილაძის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, დაცვა კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. ამასთან, სასამართლოს ალტერნატივის სახით 30 000-ლარიანი გირაოც შესთავაზა.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

banner
წინა სტატიაშიბოლნისში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შემდეგი სტატიასიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო