გუკა რჩეულიშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

გუკა რჩეულიშვილი დაკავებამდე: საარჩევნო შოუს დავარქმევ, სამი ადამიანი ჩემ გამო დააკავეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით გუკა რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. მას 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. პროკურატურამ მისთვის პასპორტის ჩამორთმევაც მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ რჩეულიშვილი ე.წ. მაგნოლიის საქმეზე იყო დაკავებული. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედება, რაც მითვისებას ან გაფლანგვას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: მარგველაშვილი ცდილობს, საკუთარ თანამდებობას ცოტა მეტი ფუნქცია შესძინოს
შემდეგი სტატია“საქართველოში, ომი გამოუცხადეს სიგარეტის ბიზნესს”- გიგა ბოკერია