გუკა რჩეულიშვილი დაკავებამდე: საარჩევნო შოუს დავარქმევ, სამი ადამიანი ჩემ გამო დააკავეს

გუკა რჩეულიშვილი დაკავებამდე: საარჩევნო შოუს დავარქმევ, სამი ადამიანი ჩემ გამო დააკავეს

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ (გუკა) რჩეულიშვილი მათთვის წარდგენილ ბრალდებას „საარჩევნო შოუს“ უწოდებს.

ამის შესახებ რჩეულიშვილმა დაკავებამდე „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა.

„საარჩევნო შოუს დავარქმევ. სამი ადამიანი ჩემ გამო დააკავეს და რატომ, არ ვიცი. არანაირი პრობლემა არ არის ციხეში ჩაჯდომა. უბრალოდ, საწყენია, რომ კანონი არაადეკვატურია და მართული. პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, სად არის ეს თანხები. ეს ყველაფერი ფარსია. ეს სამი ადამიანი უნდა გაათავისუფლონ. მაია რა შუაშია, ვერ ვხვდები. ყველაფერზე ხელი მე მოვაწერე და ა.შ. მე ვიღებდი ყველა გადაწყვეტილებას. არავინ არაფერ შუაში არაა“, – აცხადებს გუკა რჩეულიშვილი.

„კურიერმა“ გუკა რჩეულიშვილთან ინტერვიუ დაკავებამდე ჩაწერა, რომელიც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ცოტა ხნის წინ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდებოდა, თუმცა ის პროკურატურის წარმომადგენლებმა მანამდე დააკავეს.

 

https://youtu.be/4K0a_ygZNpc

banner
წინა სტატიაშივინც ამბობს, რომ დავიჭირეთ და არ ჩაბარებულაო არიან თაღლითები
შემდეგი სტატიასაერთაშორისო „პენ კლუბმა” ქართველი ჟურნალისტის, ირაკლი კორძაიას მხარდასაჭერი წერილი გამოაქვეყნა