გუკა რჩეულიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლოს ჩვენებას ერთი თვის შემდეგ მისცემს

გუკა რჩეულიშვილი “ცენტრ პოინტის” საქმეზე სასამართლოს ჩვენებას ერთი თვის შემდეგ მისცემს. პროცესი დღეს ისევ გადაიდო. სხდომის გადადება ბრალდებულმა ითხოვა.

გუკა რჩეულიშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებები კომპანიებს შორის არ დასრულებულა და დეტალებზე შეთანხმების შემდეგ, მისცემს სასამართლოს ჩვენებას.

„დაახლოებით, სამი კვირა დაგვჭირდება, რომ მყიდველმა ზუსტი მდგომარეობა ბოლო კვადრატამდე შეადაროს. საერთო სურათი შედარებულია, მაგრამ ახლა დეტალების შედარება მიდის, რაც აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთთვიანი გადადების ვადა მოვითხოვეთ, რამეთუ იმ მომენტამდე ველოდებით, რომ ჩარჩო ხელშეკრულება ჩვენ და მყიდველს შორის დადებული იქნება,“ – განაცხადა გუკა რჩეულიშვილმა.

ბრალდებისა და ასევე დაცვის მხარის მტკიცებით, საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, მოლაპარაკებების შედეგზე იქნება დამოკიდებული.

„იმ პოზიციის შემდგომ, რომ იქნება თანხმობა ყველა დაზარალებულის მხრიდან, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება,“- განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

banner
წინა სტატიაშითიანეთის მე-20 უბანზე მომხდარი ინცინდენტი – “საია” პროკურატურას დაინტერესებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაკახა კოჟორიძე – ძალადობა ორმაგად დამაზიანებელია სახელმწიფოსათვის, თუ ის საარჩევნო პროცესს უკავშირდება