გუგუტიანთკარში ევროპარლამენტის დეპუტატი და “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი ჩავიდნენ

გუგუტიანთკარში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, ევროპარლამენტის დეპუტატი მარკეტს გრეგოროვა და ფონდ “თავისუფალი რუსეთი” წარმომადგენელი, იგორ კუროპტევი ​ჩავიდნენ. ისინი შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან.

კუროპტევი, რომელიც ანტიპუტინური განცხადებებით გამოირჩევა ამბობს, რომ რცხვენია, რადგან იმყოფება საქართველოში რუსული პასპორტით, მისი ქვეყნის ჯარისკაცები კი საქართველოს ტერიტროიას იტაცებენ.

“თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენელი “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, გადაცემა P.S-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებულ მონოლოგსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პუტინი მსგავს შეფასებას იმსახურებდა.

banner
წინა სტატიაშიერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში შიგნიდან იღობება – ნათელაშვილი
შემდეგი სტატიასუს-ში დაწყებული გამოძიება – ბიძინა გეგიძემ თავი პრაქტიკულად პოლიტიკური დევნის მსხვერპლად გამოაცხადა