გუგუტიანთკარში არსებული უმძიმესი ვითარების მიუხედავად პრეზიდენტი დუმს – სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს

სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ისვენებს. ფოტოები, სადაც ქვეყნის პრეზიდენტი, შვილთან, გორჯესტანთან ერთად ჩანს, სავარაუდოდ სწორედ ლოპატას სასტუმროშია გადაღებული. მასალა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელა.

ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების მიუხედავად, პრეზიდენტი, ბოლო დღეების განმავლობაში, საჯაროდ არც ერთხელ არ გამოჩენილა და გუგუტიანთკარში არსებული სიტუაციის შესახებ არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია. ბოლო მიმართვა, მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, 14 აგვისტოს გამოაქვეყნა და აფხაზეთში, აგვისტოს ომის დაწყების თარიღს გამოეხმაურა.

სოციალურ ქსელში და ონლაინ მედიაში ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი, ლოპოტაზე ისვენებდა. სალომე ზურაბიშვილი ლოპოტაზე ნამდვილად ნახეს, თუმცა ამბობენ, რომ მან ადგილზე შვილებს ჩააკითხა.

სასტუმროს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ვიზიტორების შესვლა ტერიტორიაზე ამ დროისთვის აკრძალულია, მაგრამ უკავშირდება თუ არა სალომე ზურაბიშვილის დასვენების გამო მიღებულ საგანგებო ზომებს, ადმინისტრაცია არ აკონკრეტებს.

banner
წინა სტატიაშიგომთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
შემდეგი სტატია,,რომ არა გუგუტიანთკარი, ქვეყანა ალბათ ვერც გაიგებდა,რომ ქვეყნის უბედნიერესი პრეზიდენტი ლოპოტაზე,ხოლო გორის ბედნიერი მერი გონიოში ისვენებს”