გუგული მაღრაძე დეპუტატების, პედაგოგებისა და ჟურნალისტებისთვის მეტყველების სავალდებულო კურსის შემოღების ინიციატივით გამოდის

“ქართული ოცნების“ დეპუტატი გუგული მაღრაძე გამართული ქართულით მეტყველების მიზნით ჟურნალისტებისა და პედაგოგების სავალდებულო ტრენინგის საჭიროებას ხედავს ამის შესახებ მაღრაძემ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გიორგი ალიბეგაშვილს უსმენენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა გაიარონ სპეციალური ტრენინგი – სავალდებულო ტრენინგები, რადგან ყველაზე მეტი გავლენა არის ჟურნალისტებისგან და მასწავლებლებისგან. მასწავლებლები არ მეტყველებენ ხოლმე სწორი ქართულით, რაც გადაეცემათ მოსწავლეებს და ვერც მოსწავლეები მეტყველებენ სწორი ქართულით“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე : კახა კალაძე ძალიან სწრაფად ასრულებს თავის ნათქვამ თითოეულ სიტყვას
შემდეგი სტატიასითი პარკის მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მოუწევთ