,,გუგეშაშვილის შვილს სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ, ველოდებით საავადმყოფოში მეუფის მოსვლას, რომ შვილის ამბავი უთხრას”

დოდო გუგეშაშვილის ვაჟს, ნოდარ გუგეშაშვილს სავარაუდოდ, ხუთშაბათს დაკრძალავენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მკურნალობას კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

„ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვა სამშაბათისთვის ვერ მოესწრება, ამიტომ სავარაუდოდ, ხუთშაბათს დავკრძალავთ. ხოლო დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავს ალბათ, ხვალ ვეტყვით. ველოდებით საპატრიარქოდან მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი. დოდოს გადაყვანა დაკრძალვაზე ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რეანომობილით მივიყვანოთ, ემოციური ქალია და ექიმები გვერდით უნდა ჰყავდეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმებმა გვითხრეს სტაბილურია. რაც შეეხება პალატაში გადაყვანას, ჯერ არ გადაუყვანიათ და ამბობენ, რომ ხვალისთვის გადაიყვანენ“, – განაცხადა დავით მუხიგულმა.

banner
წინა სტატიაშიმუხთარლის ადვოკატი ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსს და პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
შემდეგი სტატიაადვოკატი – სააკაშვილი დღეს კიევის პროკურატურაში დაკითხვაზე არ მივა