გუგავა – როდესაც გემუქრებიან და შუბლზე პისტოლეტს გადებენ, მოლაპარაკებებს რა აზრი აქვს

როდესაც გემუქრებიან და შუბლზე პისტოლეტს გადებენ, მოლაპარაკებებს რა აზრი აქვს, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ ჟურნალისტებს მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას შანტაჟისა და მუქარის ენით ესაუბრება, რამაც მოლაპარაკებას აზრი დაუკარგა.

„ოპოზიციის ოთხპუნქტიანი გეგმა წარდგენილია საერთო შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებთ უმთავრეს საკითხებს. დღევანდელი მოლაპარაკებები ჩაშალა ბატონმა კობახიძემ, რომელმაც გუშინ გააჟღერა ივანიშვილის აზრები, რომ ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, რეპრესიების გატარებას, პარტიების გაუქმებას. როდესაც შანტაჟის ენით გესაუბრებიან, ასეთ დროს მოლაპარაკებები არ იმართება. შეიქმნა ისეთი ფონი, როდესაც მოლაპარაკებები შეუძლებელია. როდესაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარეები კონსენსუსს ეძებენ და როდესაც ხელისუფლება გამოდის და გემუქრება, ასეთ პირობებში მოლაპარაკებები არ იმართება. როდესაც გემუქრებიან და შუბლზე პისტოლეტს გადებენ, მოლაპარაკებებს რა აზრი აქვს“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი: ქართული ოცნება რეგისტრაციის გაუქმებით გვემუქრება
შემდეგი სტატიაელისაშვილი – ვიმედოვნებ, ოპოზიციაში ეყოფათ გონიერება, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და არ ჩაიდენენ სისულელეს