- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
ლეიბორისტული პარტია იწყებს აქციების სერიას ონლაინ-სესხებისა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ
მნიშვნელოვანი
- ლეიბორისტული პარტია იწყებს აქციების სერიას ონლაინ-სესხებისა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ
სხვა სტატიები
ლეიბორისტული პარტია იწყებს აქციების სერიას ონლაინ-სესხებისა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ . დღეს, გაიმართა ლეიბორისტული პარტიის პირველი მამხილებელი აქცია “ემა-კრედიტის” სათაო ოფისთან.
ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცახდებით, მთავრობის ხელშეწყობით, აღნიშნული ორგანიზაციები უპრეცედენტოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთებით (500- 1000%), ჯარიმებითა და საურავებით უმოწყალოდ ძარცვავენ ჩვენს თანამოქალაქეებს.
” ასი-ათასობით ადამიანი იმყოფება მათი ტერორისა და ფინანსური კაბალის ქვეშ. ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ მკაცრად არეგულირებდეს ამ სეფროს, მფარველობს და თავად გვევლინება “სავახშო კანტორების” მეპატრონეებად. ” -განაცხადა გიორგი გუგავამ.
ლეიბორისტული პარტიის კატეგორიული მოთხოვნაა დაუყოვნებლივ მიიღონ კანონი და აუკრძალონ თარლითური საქმიანობა ამ ორგანიზაციებს, ხოლო მოსახლეობას გაუნულონ უკანონოდ დარიცხული ჯარიმები და პროცენტის პროცენტები. არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის გამარჯვების შემდეგ კი ეს უკანონობა საქართველოში დასრულდება!