“ბატონ გოგის ვიცნობ სტუდენტობიდან, მის ხელში ვარ გაზრდილი. ბუნებრივია კადრებიც ვნახე. დაკავების ის ფორმა, რაც ვნახე ამდენი პოლიციელი და ასეთი მობილიზაცია წარმოუდგენელია. ბატონ გოგის, ვერც კი წარმომიდგენია რა უნდა დაეშავებინა ისეთი, რომ ასეთი ფორმა, ძალისხმევა ყოფილიყო საჭირო მის დასაკავებლად. ვუცხადებ ყველანაირ სოლიდარობას მინდა, რომ მალე დაუბრუნდეს თავის საქმეს და თავის პაციენტებს” -ამბობს ექიმი გუგა ქაშიბაძე “მთავართან” გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების შესახებ.
გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ, განსაკუთრებული საპოლიციო მობილიზებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარ საცხოვრებელი სახლში დააკავეს.

















