“გუდვილში” ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

“გუდვილში” ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ერთ მათგანს ინტოქსიკაცია აღენიშნება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას სხეულზე ტრავმა აქვს მიყენებული და ქირურგიის ინსტიტუტში გადაჰყვანეს.

ქავთარაძის „გუდვილში“ გაჩენილი ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია, თუმცა, ძლიერი დაკვამლიანების გამო ადგილზე სახანძრო ბრიგადები და საპატრულო პოლიცია რჩებიან.

ხანძარი შენობის სახურავის 500 კვ.მ-ს მოედო, შემთხვევის ადგილზე 11 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც ,,ოდეერების” ხანა დაამთავრა
შემდეგი სტატიამიწის კერძო საკუთრებაში რეგისტრაციისთვის ბარიერები იხსნება