„გუდვილის“ გენერალური დირექტორი – ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს

ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიას საკმარისზე მეტი მარაგები გააჩნია.

„მარაგები ამ დროისთვის ნამდვილად საკმარისზე მეტი გვაქვს. ისევე, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან მიღებული, ასევე იმპორტირებული. გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი ყველა მიმართულებით. ფასების ზრდა არ განიხილება, რადგან ამის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება სამუშაო რეჟიმს, რეჟიმი არ არის განსაკუთრებულად დაძაბული. საოპერაციო და შესყიდვების მიმართულებით ჩვეულებრივ რეჟიმში, ცოტა უფრო გაზრდილი დატვირთვით ვმუშაობთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას და ნაკადს დავაკმაყოფილებთ“, – განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებს- მოქალაქემ ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე დეფიციტი არ უნდა იგრძნოს
შემდეგი სტატია„ნიკორას“ გენერალური დირექტორი – ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის