„გუდვილი“-ს სააღდგომო ძღვენი საქართველოს პატიმრებს

საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის „გუდვილი“ სააღდგომო პასკასა და წითელ კვერცხს თხუთმეტივე პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე კვირის შაბათიდან შეიტანს.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ამ გადაწყვეტილებას და პატიმრების სახელით მადლობას უხდის კომპანიას მსგავსი ძღვენისათვის, მით უმეტეს, რომ წარსულში სააღდგომოდ მუდამ არსებობდა პასკისა და წითელი კვერცხის ყველა პატიმრისათვის მიწოდების პრობლემა.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში 9 907 თავისუფლებააღკვეთილი პირია, რომელთაგან 7 928 მსჯავრდებულია.

banner
წინა სტატიაშიგაფრთხილება მოსახლეობას სააღდგომო დღეებში
შემდეგი სტატიასაფრანგეთში ბანკომატებიდან 270 000 ევროს მოპარვაში ბრალდებულები დააკავეს, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა