წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი მანქანაში ჩახრილეს. სხვა დეტალები არ ხმაურდება იმის გარდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა, სავარაუდოდ, შიდა კლანურ გარჩევებს უკავშირდება.
ახუბა 51 წლის იყო, ის 1972 წელს დაიბადა. “კანონიერი ქურდის” წოდებას 2013 წლიდან ატარებს, “მოინათლა” აფხაზეთში, მამუკა მიქელაძის, ვატო ჩოჩიასა და “აბაქელას” (აბაკელია) მიერ.
ყველაზე დიდი “ქურდული” თავყრილობა, რომელსაც ახუბა დაესწრო, 2023 წელს, ქვემო ეშერაში, თენგულაშ სუხუმსკის დაკრძალვა იყო.
მოკლულს კონფლიქტი ჰქონდა რამდენიმე კრიმინალურ ავტორიტეტთან.