გუდაუთაში ინკასატორებს თავს დაესხნენ

აფხაზური მედიის ცნობით, თავდასხმას ადგილი ჰქონდა 14 სექტემბერს შუადღისას. სამი ავტომატით შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა “Конти ОПТ”–ს ბაზაზე და მოსთხოვა ინკასატორებს ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში ყაჩაღები მათ დაემუქრნენ სიკვდილით. ინკასატორებმა ჯერ უარი უთხრეს, ხოლო მას შემდეგ რაც ბანდიტებმა “ფეხებში გაისროლეს”, იძულებულნი გახდნენ მიეცათ ფული – 1 მილიონი რუსული რუბლი. თავდამსხმელები ამის შემდეგ ჩასხდნენ მანქანაში, რომელიც მათ გარეთ ელოდებოდა და გაუჩინარდნენ.
ერთ–ერთი ინკასატორი ქალი გახლდათ, რომელიც ამ დრომდე შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.
აფხაზური მედია აღნიშნავს, რომ გუდაუთა აფხაზეთის ყველაზე კრიმინალური ადგილია.

banner
წინა სტატიაშილონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებას პოლიციამ ტერორისტული აქტი უწოდა
შემდეგი სტატიაექსკლუზივი- “ქართულმა ოცნებამ” აბაშის მერობის კანდიდატი შეცვალა