გუდაუთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

“ფეისბუქის” მომხმარებლდები სოციალურ ქსელში ავრცელებენ, რომ რამდენიმე საათის წინ აფხაზეთში, გუდაუთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ისინი, ასევე, შემთხვევის ფოტოებს ავრცელებენ. დაუდგენელი ინფორმაციით, ერთმანეთს სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახნენ. სამარშრუტო ტაქსში, სავარაუდოდ, 20-მდე მგზავრი იჯდა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია მსუბუქი მანქანის მძღოლი.

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლომ ირანის მიმართ აშშ-ს სანქციების ნაწილი არასწორად ცნო
შემდეგი სტატიაკოვე ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოსთან თანაბარ უფლებებს მოითხოვს