გუდაუთაში აფხაზეთის ე.წ. პრემიერ–მინისტრის ახლო ნათესავი მოკლეს

16 ნოემბერს, საღამოს 8 საათზე, გუდაუთის რაიონში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა “Toyota Prado”–ს ტიპის ავტომობილს.
როგორც აფხაზურ მედიას რაიონული მილიციის განყოფილების უფროსმა ზაურ დასანიამ განუცხადა, შემთხვევა მოხდა “ჩორნაია რეჩკას” მიდამოებში. მისი თქმით, “ავტომანქანაში მყოფი აფხაზეთის მოქალაქე საბრი ბარციცი სროლის შედეგად დაიჭრა. იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში”.
მოგვიანებით, გუდაუთის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ხაჯარათ შამბამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საბრი ბარციცი მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა”.
მიმდინარე ეტაპზე სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
სოციალურ ქსელებში აფხაზი მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ამ შემთხვევას. ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილი იყო ე.წ. პრემიერ–მინისტრის ბესლან ბარციცის ბიძაშვილი.

banner
წინა სტატიაშითვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით – კახა კალაძე
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე: „დეპუტატებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ საზოგადოებისთვის მტკივნეული პრობლემები ოპერატიულად წამოსწიონ!“