29.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 9, 2026
banner

გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან, რომელსაც 8 ადამიანი ემსხვერპლა, 3 წელი გავიდა

2022 წელს, გუდაურთან ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელიც სამაშველო-სამძებრო საქმიანობაში იყო ჩართული. ეკიპაჟის წევრები გაუჩინარებულ დელტაპლანერისტებს ეძებდნენ, რა დროსაც ვერტმფრედნმა მართვა დაკარგა, ხევში ჩავარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი 8 ადამიანიდან ყველა დაიღუპა.
გუდაურის ტრაგედიიდან 3 წლისთავს შსს-ს გვერდი ფეისბუქზე სტატუსით ეხმიანება:

“გუდაურთან მომხდარი ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. 2022 წლის 29 ივლისს, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. ტრაგიკულ შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და ექიმები ემსხვერპლნენ. პატივს მივაგებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას!”

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული წალენჯიხელი მოხალისე მშობლიურ სოფელში გადაასვენეს
შემდეგი სტატია16 დაღუპული, 35 დაშავებული – ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში კოლონია დაბომბეს