შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის
შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების
სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე
გაიმართება.
პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის
მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს
სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო
პატივით დაკრძალავენ.