გუდაურში ზემო მლეთასთან ტრაილერი კლდეს შეეჯახა,_ ამის შესახებ ინფორმაციას და ადგილიდან ფოტოს გამოცემა ინფო რუსთავი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 2 ადამიანი. გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის ადგილზე საავტომობილო საცობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს








