გუდაურში სათხილამურო შეჯიბრი Dipski2018 იმართება

გუდაურში დიპლომატებს შორის სათხილამურო შეჯიბრი იმართება. ტურნირი Dipski2018 საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული.

შეჯიბრში, რომელიც უკვე მეორედ ტარდება, მონაწილეობას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ,საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის წევრები იღებენ.

ოფიციალური გახსნის ცერემონია საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. მიხეილ ჯანელიძემ ზამთრის კურორტების პოტენციალზე და მის მეტად განვითარებაზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაში„ჩოხატაურში ოთხი ბავშვი ბოლო დღეებია ცარიელ ღორის ქონს ჭამს“
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი მუხთარლის განცხადებაზე – ტყუილის თქმა არ ეკადრება არავის, მითუმეტეს ჟურნალისტს, რომელსაც ჟურნალისტურ გამოძიებაზე აქვს პრეტენზია