გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ავარიის ადგილის შესწავლა დღეს განახლდება

გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ავარიის ადგილის შესწავლა დღეს განახლდება. საძელე საბაგიროზე ქართველი და უცხოელი სპეციალისტები გუშინ გვიანობამდე იმყოფებოდნენ.

გამოძიება ორ ეტაპად ჩატარდება. საბაგიროს ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად ექსპერტები შეისწავლიან დოკუმენტაციას.

„ყველა დაშავებული თბილისში იქნა გადმოყვანილი და მათ უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებასთან, საერთაშორისო მასმედიისა და მარკეტინგული არხების გამოყენებით იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ზარა,“-აცხადებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

შემთხვევა გუდაურში ორი დღის წინ მოხდა. საბაგიროს წყობიდან გამოსვლის გამო, რომელმაც უკუსვლა დაიწყო 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებული შვედი, ორსული ქალბატონი, შესაძლოა კლინიკიდან დღეს გაწერონ. საფრთხე არ ემუქრება არც უკრაინის მოქალაქეს, რომელსაც ღუდუშაურის კლინიკაში ხერხემლის ოპერაცია გაუკეთეს.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიააფეთქება თელავში – დაშავებულები თბილისში დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს