გუდაურში პოლონელი ტურისტები გადაარჩინეს

gudaეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა 2 პოლონელი ტურისტი გადაარჩინა, რომლებიც გუდაურში, „კუდებზე“ სრიალებდნენ.
მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ტურისტებმა თვითნებურად გადაუხვიეს სასრიალო ტრასას და დაიკარგნენ. მათ შეძლეს 112-ში დარეკვა, რასაც მოყვა გუდაურის სამაშველო სამსახურის მყისიერი რეაგირება.
მაშველებმა დაკარგული ტურისტები გუდაურიდან 30 კილომეტრში, ხადას ხეობაში, სოფელ წკერესთან იპოვნეს და უსაფრთხოდ გადმოიყვანეს დაბა გუდაურში.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაუახლოეს დღეებში საქართველოში გამოიდარებს