გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად ორსული ქალი დაშავდა – დაშავებული შვედეთის მოქალაქეა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგენკომ გუდაურში მომხდარზე ქრონიკის შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, დაშავებულთა შორის ორსული ქალია, ასევე არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც.

მისივე თქმით, კლინიკას 8 ადამიანმა მიმართა, მათგან 1 უკვე გაეწერა. ამ დროისთვის კლინიკაში 7 პაციენტი რჩება. მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთი უკრაინის მოქალაქეა, მეორე კი შვედეთის.

გუდაურში უბედური შემთხვევა დღეს მოხდა. ყაზბეგის მერის ალექსანდრე ზაგაშვილის ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

ენერგოპრო ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ გუდაურის ზონაში ძაბვის გათიშვა ან ძაბვის პარამეტრების რაიმე სახის ცვლილება არ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საქართველოს პირველივიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში გაემგზავრა, სადაც დღეს, პირველადი ინფორმაციით, სათხილამურო ტრასაზე, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა.

banner
წინა სტატიაშიმთის კურორტების განვითარების კომპანიამ საბაგიროს მწარმოებელს ექსპერტების გამოგზავნის თხოვნით მიმართა
შემდეგი სტატიალავროვი: რუსეთი საპასუხოდ ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს