გუდაურში დაშავებულ ტურისტებს მომავალ წელს საქართველოში დასვენება სურთ

გუდაურში დაშავებულ ტურისტებს მომავალ წელს საქართველოში დასვენება სურთ,- ამის შესახებ განცხადება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.

“დაშავებულ ტურისტებს შევთავაზეთ,რომ მომავალ წელს ზამთრის სეზონზე საქართველოში დაისვენონ და ყველა მათგანი დაგვთანხმდა. გუდაურის ინციდენტის შედეგად საიმიჯო ზარალი მიიღო ქვეყანამ, აუცილებელია საზოგადოების კონსოლიდაცია. ტურიზმის ადმინისტრაცია სხვა უწყებებთან ერთად აუცილებლად იმუშავებს იმიჯის აღსადგენად,”- აღნიშნა ჩოგოვაძემ.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანიშნული სხდომა ჩაიშალა
შემდეგი სტატიაკვიპროსში ქართული მონასტერი აშენდება