გუდაურში ახალი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში ახალ საბაგიროს 23 დეკემბერს გახსნის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუდაურში დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის საბაგირო, რომლის მშენებლობა განახორციელა “Black sea Group”-მა. ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია.

გუდაურის კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია იმ პირთა დაჯილდოება, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში უდიდესი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.

banner
წინა სტატიაშიკატა, ბრიტანეთის საგარეო უწყებიდან, საპატიო ყარაულით დააჯილდოვეს
შემდეგი სტატიატრამპი მსოფლიოს გაძლიერებულ ბირთვულ იარაღს ჰპირდება