გუდაურს გველეშაპი დაეპატრონა – კურორტი უწყლობით იხრჩობა?!

გუდაურს გველეშაპი დაეპატრონა - კურორტი უწყლოობით იხრჩობა?!

გუდაურს გველეშაპი დაეპატრონა - კურორტი უწყლოობით იხრჩობა?!გუდაურში პანიკაა! ეს შეფასება შესაძლებელია, ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ როგორც „ტაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, სამთო-სთხილამურო კურორტი წყლის დეფიციტს განიცდის, რის გამოც კურორტიდან დამსვენებლები გარბიან. არადა, სტატისტიკურად, წელს, გუდაურში, შარშანდელთან შედარებით, მეტი დამსვენებელია. აქედან გამომდინარე, როგორც სასტუმროების მფლობელებმა „თაიმერთან“ კერძო საუბრის დროს აღნიშნეს, სავსებით დასაშვებია, რომ სეზონი ჩავარდეს. ჩვენმა თანამოსაუბრეებმა ისიც აღნიშნეს, რომ უწყლოობის მთავარი მიზეზი, შეიძლება, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა იყოს. ამას გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ წყლის დეფიციტი სასტუმროების მომრავლებამ გამოიწვია. შეგახსენებთ: ე.წ. ახალი გუდაურის პროქტის ფარგლებში, სამთო-სათხილამურო კურორტზე სასტუმროების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„გუდაურში წყლის დეფიციტი ადრეც იყო, მაგრამ ისეთი მდგომარეობა, როგორიც წელს არის, არასოდეს მახსოვს. შეიძლება, ამ თემას ხელისუფლება და ის უწყებები, ვისაც ეს ეხებათ, ამის თაობაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ დანამდვლებით შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე სასტუმროდან დამსვენებლები სწორედ იმის გამო წავიდნენ, რომ წყალი არ იყო.
სხვათა შორის, ისიც გავიგე, რომ მას შემდეგ, რაც ამ თემით ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სასტუმროების მფლობელებს თბილისიდან დაურეკეს და კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღნიშნულ პრობლემაზე პრესის წარმომადეგნელებთან ხმა აღარ ამოეღოთ,“ – აღნიშნა „თამერთან“ საუბრის დროს ჩვენმა კონფდენციალურმა წყარომ, რომელიც მთის პრობლემებში მეტ-ნაკლებად კარგად ერკვევა და რომელიც, როგორც იტყვიან, სამართლიანობითვის, იმასაც ამბობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული მთის კანონის ამოქმედება მთის კურორტებს, რეალურად, განავითარებს.
გარდა ამისა, წყარო აღნიშნავს, რომ მთის კანონი შევარდნაძის დროსაც მოქმედებდა, თუმცა მიშა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვიდნენ თუ არა, ეს კანონი შეაჩერეს, რის გამოც მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მათ შორის, ე.წ. მთის ბიზნესსაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ.
„თაიმერის“ კითხვაზე, ანალოგური პრობლემის წინაშე გუდაური წელს დადგა თუ წინა წლებში იდგა, ჩვენმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ გუდაურში წყალი ყოველთვის პრობლემა იყო, მაგრამ წელს განსაკუთრებულად თვალშისაცემია, ანუ გარდა იმისა, რომ წყალი მხოლოდ საღამოს მოდის, წნევა ისეთი დაბალია, რომ პრაქტიკულად, წყლის გამოყენება შეუძლებელია.
„წარმოიდგინეთ, დამსვენებელი, რომელსაც კომფორტი უნდა, ორი-სამი დღე რომ ვერ იბანავებს, ის აქ გაჩერდება?“ – რიტორიკულად კითხულობს „თაიმერის“ წყარო და დასძენს, რომ ყველაფერ ამის მიზეზი შესაბამისი სამსახურების მოუმზადებლობაა.
„წესით, წყლის სათავე ნაგებობის მოდერნიზება უნდა მომხდარიყო, მაგრამ როგორც მე გავიგე, არაფერი გაკეთებულა. შესაბამისად, გუდაურს წყალი ისევ ძველი მილებით მიეწოდება, რომელიც ორი ათეული წელი იქნება, არ გამოცვლილა. ამასაც თავი რომ დავანებოთ, შესაბამისი სამსახურების ბრალია ისიც, რომ წინასწარ ვერ გათვალეს, კურორტის ხელოვნური გათოვლიანება მეტ წყალს რომ მოითხოვდა. ამიტომ, სეოზნის დაწყებამდე უნდა ეზრუნათ და ეს პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ არაფერი გააკეთეს და შედეგც სახეზეა – წყლის მთელი მარაგი, დიდი ეჭვი მაქვს, სწორედ ხელოვნურ გათოვლიანებაზე იხარჯება, მაგრამ ეს თოვლის ვის რა ჯანდაბად უნდა, თუ დამსვენებლები გაიქცევიან?“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს რესპოდენტი, რომელიც იმის შიშით, რომ მცირე მეწარმეებს პრობლემები არ შეუქმნას, საკუთარ ვინაობას არ ასახელებს.
როგორც აღვნიშნეთ, გუდაურის უწყლოობის პრობლემასთან დაკავშირებით, მედიაში ინფორმაცია გავიდა, რასაც მთის კურორტების განვითარების სააგენტოს განარტება მოყვა. ამ უწყების ხელმძღვანელმა ერთ-ერთ სააგენტოსთან საუბრის დროს განაცხადა, რო აღნიშნული პრობლემის მიზეზი ძლიერი ყინვა და ტურისტების სიმრავლეა.
„თაიმერი“ აღნიშნულ საკითხს თვალყურს შაბათ-კვირას კიდევ მიადევნებს, მით უმეტეს, რომ „უიკენდზე“ გუდაურში დამსვენებელთა მომატებას ელოდებიან და თუ პრობლემა არ მოგვარდა, თემას კიდევ ერთხელ დაუბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში სამმა უცნობმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნა
შემდეგი სტატიამოსკოვი სომხეთში სამხედრო ბაზებს გააძლიერებს