გუდაურის გმირები-ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა

2 წელი გუდაურის ტრაგედიიდან – 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა.
მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც, ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში, რომელიც 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა, 8 ადამიანი იმყოფებოდა:
◾️ ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია;
◾️ ეკიპაჟის წევრები – დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი;
◾️ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი;
◾️ მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.
ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. რვავე ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიდღევანდელი მდგომარეობით, ხარაჩო საკურთხევლის აბსიდს აცილებულია” -ვითარება გელათში
შემდეგი სტატია7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება