გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრები უკვე გამოიყვანეს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 17, 2019 19:33

გუდაური-კობის საგზაო მონაკვეთზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრები უკვე გამოიყვანეს

გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე თოვლში ჩარჩენილი მგზავრები უკვე გამოიყვანეს. ისინი თოვლში რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, ამ დროისთვის გუდაურიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა თავისუფალია.

„გზა იყო პრობლემა და მძიმე ტექნიკა მუშაობდა. გუდაურში რამდენიმე მანქანა ჩარჩა თოვლში, რამაც გამოიწვია გზაზე შეფერხება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა არის გახსნილი და ამ წუთებში არავინ არ არის ჩარჩენილი. ის მგზავრები, რომლებიც ჩარჩენილი იყვნენ, გამოიყვანეს. მაშველების დახმარება არავის სჭირდება. ახლა ნებისმიერ მსურველს, გუდაურიდან თბილისის მიმართულებით და პირიქითაც, მოძრაობა თავისუფლად შეუძლია“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 17, 2019 19:33

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,477
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics