გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
მათივე ინფორმაციით, ჯვრის უღელტეხილზე მყოფი ავტომანქანების დასახმარებლად კობის მხრიდან ოპერატიულად მივიდა მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ეკიპაჟი, გუდაურის მხრიდან კი გზის გასაწმენდად შევიდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის გრეიდერი.
„ამ დროისთვის ყველა მგზავრი გადმოყვანილია გუდაურის მიმართულებით და მათ საფრთხე არ ემუქრებათ. სპეცტექნიკასთან ერთად ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20-მდე მაშველი“, – აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ზვავსაშიშროება არ არის, თუმცა დაწესებული რეჟიმები ძალაში რჩება.

banner
წინა სტატიაშისურამში სახლები დაიტბორა
შემდეგი სტატიაპანკისში გუშინ დაკავებულ ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს