გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, 18:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროებაა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე დღეს, 14:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

banner
წინა სტატიაში,,ეროვნული ბანკი არ არის მთავრობის ნაწილი, შესაბამისად, მე მის საქმიანობას ვერ შევაფასებ”
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურა წარადგინა