6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრავი ავტომობილებისთვის შეზღუდვები დაწესდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

banner
წინა სტატიაშისუსი: “დავითაშვილი იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე”
შემდეგი სტატია“ძალიან უხეში საუბარი იყო მისი მხრიდან და ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი მიიღო” – სოხუმის უნივერსიტეტში განათლების მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ