გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას, მათი გაჩერება იკრძალება.

banner
წინა სტატიაშიგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე კახეთში მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიაბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს