გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, დანარჩენი ტრანსპორტი ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს

ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა : მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებია
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე : ისევ მაწუხებს თავის, ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე, მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ